საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

უხვმა ნალექმა შესაძლოა მცირე ზომის მდინარეებში წყლის დონის მატება გამოიწვიოს, ხოლო მთებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების გააქტიურება.
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.

მზე – ბევრი, წვიმა – ცოტა: ზაფხულის სეზონი საქართველოში – სინოპტიკოსების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ოთხშაბათს, 9 ივნისს დღის მეორე ნახევრიდან პარასკევის, 11 ივნისის დღის ბოლომდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში ღამით პლუს 11 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 29 გრადუსამდე გათბება. დასავლეთ საქართველოში ღამე მოსალოდნელია პლუს 12 გრადუსი, ხოლო დღისით 27 გრადუსი იქნება.

სინოპტიკები ვარაუდობენ, რომ ძლიერი ნალექის შედეგად პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში არ არის გამორიცხული მეწყრული პროცესების გააქტიურება.