COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველო კორონავირუსის ვაქცინას ამერიკისგან ერთ-ერთი პირველი მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, ვაქცინის 6 მლნ დოზა პირველ ეტაპზე პარტნიორ ქვეყნებს გაუნაწილოს.
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. რეგიონული პრიორიტეტებისა და პარტნიორობის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატებისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას პირველ რიგში საქართველო, უკრაინა და კოსოვო მიიღებენ, ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

კოვიდ–პასპორტი თუ?.. რა ცნობას გასცემს საქართველო ორჯერადად აცრილებზე>>

შეერთებული შტატები ასევე მზადაა, ქვეყნებს ეკონომიკური აღდგენის პროცესში დაეხმაროს.

„ამ კვირაში პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაუზიარებს, იმიტომ რომ არც ერთი ჩვენგანი არაა დაცული, სანამ ყველანი არ ვიქნებით დაცული“, – ნათქვამია დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში.

ივნისის დასაწყისში თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ კორონავირუსის საწინააღმდეგო 6 მლნ დოზა ვაქცინას რეგიონული პრიორიტეტების გათვალისწინებით გაანაწილებს, ასევე გაუგზავნის პარტნიორ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, უკრაინას, მექსიკას, კანადას, კორეას, დასავლეთ სანაპიროს, ღაზას, კოსოვოს, ჰაიტის, ეგვიპტეს, იორდანიას, ერაყსა და იემენს.

გამყრელიძე: საზღვრის კვეთისას მხოლოდ ვაქცინაცია საკმარისი არაა

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ მზად არიან სხვა ქვეყნებს საერთო ჯამში 80 მლნ დოზა ვაქცინა უწილადონ. ამ ვაქცინების 75% ქვეყნებს შორის COVAX–პლატფორმის მეშვეობით გადანაწილდება.

ვაქცინის პირველი 25 მლნ დოზის გადანაწილება უახლოეს პერიოდში დაიწყება. საქართველო ვაქცინას შტატებისგან სწორედ პირველი ტრანშის ფარგლებში მიიღებს.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ დროისათვის მოსახლეობა იცრება ოთხი ვაქცინით: AstraZeneca, Pfizer , Sinopharm და Sinovac. ამ ბოლო დროს ვაქცინებთან დაკავშირებით გარკვეული დეფიციტი შეიქმნა. მარაგების შესავსებად საქართველოს მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს მომწოდებლებთან და მწარმოებლებთან.

ზაფხულში საქართველო ამერიკული ვაქცინების Jonson&Jonson და Novovax პირველ პარტიებს ელოდება.