პრეზიდენტ მაკრონს მამაკაცმა სილა გააწნა – ვიდეო

ელისეს სასახლეში დაადასტურეს ინციდენტი და აღნიშნეს, რომ ფაქტის შემდეგ პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა.
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საფრანგეთში უცნობმა პირმა ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სახეში გაარტყა. ინციდენტი პრეზიდენტის დრომის დეპარტამენტში ვიზიტის დროს მოხდა.

ინციდენტი ტენ-ლერმიტაჟის კომუნაში, ლიცეუმში მაკრონის სტუმრობის შემდეგ მოხდა.

კადრებზე ჩანს, რომ მაკრონი უახლოვდება ჯებირს, რომლის უკან მას ადამიანები ელოდებოდნენ. ამ დროს მან ერთ-ერთ მამაკაცს მისალმების მიზნით ხელი გაუწოდა. საპასუხოდ მამაკაცმაც გაუწოდა ერთი ხელი, მეორეთი კი პრეზიდენტს სახეში გაარტყა. ამის შემდეგ ის დაცვამ ძირს დააგდო.

ელისეს სასახლეში კი განაცხადეს, რომ საუბარია არა სილაზე, არამედ სილის მცდელობაზე. პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა.