კობახიძე: საპატრიარქოს არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც შემდეგ
© Sputnik
„საპატრიარქოს ჩვენ არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც შემდეგ. რაც შეეხება კონკრეტული სისხლის სამარლის დანაშაულის გამოძიებას, თუ ასეთი არსებობს, ბუნებრივია, ეს არის წმინდა სამართლებლივი საკითხი და სამართლებლივი შედეგები დადგება გამოძიების შემდეგ", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის ირგვლივ ბოლო დროს სკანდალი აგორდა. მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის აღმაშფოთებელი ფაქტები ფიქსირდება და აღმზრდელები სხვადასხვა სადამსჯელო მეთოდებს მიმართავენ, მაგალითად, ბავშვებს აიძულებენ მუხლებზე იდგნენ, არ აძლევენ საკვებს და სხვ.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე ნინოწმინდის პანსიონიდან სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ ამ დროისათვის 20 ბავშვი გაიყვანა, აქედან 7 შშმ სტატუსის მქონე ბავშვია.