ყვითელი ამბები

დაღლილი ევა ბარბაქაძე ლექციიდან დედას სასაცილო ფოტოებს უგზავნის – გოგონას თამამი ნაბიჯი

ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა სექს-სიმბოლო დედას ლექციის განწყობა გაუზიარა. ევა ბარბაქაძე პროცესით გადაიღალა და შორენას სახალისო ფოტო გაუზიარა, რომელიც ტელეწამყვანმა გამოაქვეყნა.
Sputnik

პოპულარულ „ინფლუენსერს“ უკვე დედაზე არანაკლებ იცნობენ. შორენას ოფიციალურ გვერდზეც ევა მუდამ ყურადღების ცენტრშია. ვარსკვლავის ქალიშვილმა ამჯერადაც ერთი უწყინარი ნაბიჯით სოციალური სივრცე აალაპარაკა. ევამ უნივერსიტეტის აუდიტორიიდან დედას სურათი გაუგზავნა, ამ უკანასკნელმა კი გამოუქვეყნა. ნახეთ რას აკეთებს და როგორ გამოიყურება „ლექციების გადამკიდე“ მიმზიდველი ევა.

ულამაზესი გოგონა თანამედროვე ტრენდებს ფეხდაფეხ მიჰყვება, მას უამრავი თანატოლი მიმდევარი ჰყავს. „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე ევას 116 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს, რაც მის აქტიურობასა და გემოვნებიან ვირტუალურ კონტენტზე მეტყველებს.


ამას წინათ გოგონამ მეგობრებთან ერთად სილამაზის სალონს მიაკითხა და ჭიპის პირსინგი გაიკეთა. როგორც „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანდა, ევამ ტკივილი გმირულად გადაიტანა და საკმაოდ კმაყოფილიც დარჩა. მისთვის ეს მესამე პირსინგია. მოდურ გოგონას ერთი პირსინგი ცხვირზე, ხოლო მეორე წარბზე აქვს. ახლა „ინსტაგრამზე“ მომრავლდა ევას თამამი ფოტოები. ახალმა სურათმა სოციალური ქსელის მომხმარებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. პოპულარული დედა კი ქალიშვილს ხელს ყველა არაორდინარულ ნაბიჯში  უწყობს.

შორენა ბეგაშვილს ევა ბარბაქაძე პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანებზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა. ახლა მთელი ქვეყანა ევას და შორენას სილამაზეზე საუბრობს. მათ ბოლო პერიოდში ერთმანეთს სულ უფრო ხშირად ადარებენ. ფაქტი სახეზეა, სილამაზით ევა დედას არ ჩამოუვარდება.