„რასაც ჩვენ ვხედავთ, რეალობა არ არის“ – დემნა გვასალიამ ახალი კოლექცია წარადგინა – ვიდეო

6 ივნისს „ბალენსიაგამ“ 2022 წლის გაზაფხულის კოლექცია წარადგინა. ჩვენება განსხვავებულ, საკმაოდ უცნაურ ფორმატში ჩატარდა. დეფილეში მხოლოდ ერთი მოდელი იღებდა მონაწილეობას. ელიზა დუგლასმა არაერთი საინტერესო „ლუქი“ მოირგო.
Sputnik

„რასაც ჩვენ ონლაინში ვხედავთ, რეალობა არ არის. რა არის ნამდვილი და რა არის ყალბი? ეს არის შოუ, რომელიც არასდროს შემდგარა“, – განაცხადა დემნა გვასალიამ გამოცემა, „ვოგისთან“ ინტერვიუში.

აპრილში ცნობილი გახდა, რომ „გუჩი“ და დემნა გვასალიას „ბალენსიაგა“ გაერთიანდა, „გუჩიმ“ ბრენდის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გამართა.