თორნიკე რიჟვაძეს აცრის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით აჭარა თბილისის, სამეგრელო–ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონების შემდეგ მეოთხე ადგილს იკავებს.
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კორონავირუსი. ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში“, – დაწერა რიჟვაძემ.

აღსანიშნავია, რომ 13 მაისს რიჟვაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.023-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 350.428-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.