ყვითელი ამბები

„მთლად რომ გაგიხარდეთ თქვენც და მეც, გოგოზე“ – თიკა ფაცაცია ორსულობაზე განცხადებას აკეთებს

ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ სოციალურ ქსელში ორსულობასთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესი დააკმაყოფილა და განმარტა, რას ემყარებოდა სტატია.
Sputnik

თიკა ფაცაცია ყველასთვის ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა. ის ხშირად ჩანს ეკრანებზე და, გარდა ამისა, გულშემატკივრებს სოციალურ ქსელშიც ყოველდღიურად უზიარებს საკუთარ ფოტოებსა და ვიდოებს. თიკა ხშირად აძლევს ქალებს სილამაზესა და თავის მოვლასთან დაკავშირებულ რჩევებსაც.

ამჯერად თიკა ფაცაცია „ინსტაგრამის“ „სთორის“ საშუალებით მასზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი ორსულობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. „დილა მშვიდობისა! ჩემი დილა გათენდა ისე, რომ მიგდებენ ერთი უპასუხისმგებლო გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის „სქრინებს“, რომ მე ვარ ორსულად და, რაც მთავარია, სულ მთლად რომ გაგიხარდეთ თქვენც და მეც, გოგოზე. ჩემი ნაცნობების ნაწილმაც კი მომწერა, რას მიმალავდიო. ასე მარტივად ვრცელდება დეზინფორმაცია“, – ამბობს თიკა ვიდეოში.

თიკა ფაცაციამ რამდენიმე დღის წინ მანქანაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ხატვის წრიდან შვილის გამოსვლას ელოდებოდა. თიკამ ფოტოს ასეთი წარწერა გაუკეთა: „ბავშვს როცა ელოდები. ორსულად არ ვარ“. ტელეწამყვანი მასზე გავრცელებულ ჭორს სწორედ ამ ფოტოს უკავშირებს: „მიწევს განცხადების გაკეთება, რომ არ ვარ ორსულად“, – ამბობს თიკა ფაცაცია.

თიკა ფაცაცია აქტუალობას არ კარგავს. არ ნელდება უმშვენიერესი თიკა ფაცაციას მეუღლის მიმართ ინტერესიც. ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია, თუმცა წყვილის ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენა და თავს არიდებს კამერებს. პირად ცხოვრებაზე არც ფაცაციას უყვარს საუბარი.

მათი ოჯახი მრავალი წლის წინ შეიქმნა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თიკა კარიერას იწყებდა. დავით ანთელიძე მაშინ ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა პირადად გაეცნო. თიკას და დავითს სამი ვაჟი ჰყავთ, უფროსი თვრამეტი წლისაა, უმცროსი - ხუთის. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ფორმაში ყოფნის სტიმულს მისი მეუღლე აძლევს.

მისი ქარიზმატული ხასიათი ეკრანს და კონცერტებს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. ტელეარხებზე გასული რეიტინგული შოუები თიკა ფაცაციას წამყვანობით ძალიან პოპულარული ხდებოდა. მოქნილი და ეკრანული მომღერალი ინდივიდუალიზმის გამო ყველამ შეიყვარა. აღსანიშნავია, რომ ქართულ შოუ-ბიზნესში ერთადერთი ვარსკვლავია, რომელმაც კარიერა სკანდალებისა და გახმაურებული ისტორიების გარეშე განავითარა.