სარკინიგზო კატასტროფა პაკისტანში: დაღუპულია 36 ადამიანი

პაკისტანში ერთმანეთს ორი მატარებელი შეეჯახა, არის ათეულობით დაღუპული და დაშავებული. იხილეთ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან.
Sputnik

პაკისტანის სამხრეთში მომხდარ სარკინიგზო კატასტროფაში, ამ დროის მონაცემებთ, დაღუპულია 36 და დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახების შედეგად 14 ვაგონია გადაბრუნებული, რომელთაგან რვა მთლიანად განადგურდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიცია, სამხედროები და მაშველები. სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია.