ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარმარილოს ზღვა ლორწოთი დაიფარა, პარასკევს გავრცელდა. გელის მსგავსი ნივთიერება წყლის სიღრმეშიც შეინიშნება.
თურქი მეცნიერების თქმით, მსგავსი მასშტაბის მოვლენა მანამდე არ დაფიქსირებულა. ამ დროისათვის ზღვის წყალში ჟანგბადის დონე მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
დაბინძურების წყაროს აღმოსაჩენად 300-კაციანი ჯგუფი ატარებს შემოწმებას მარმარილოს ზღვის 90-ზე მეტ წერტილში.