თუ რუსეთი კურსს შეიცვლის: ბლინკენმა თანამშრომლობის პირობები დაასახელა

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენთან შეხვედრისგან რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში რაიმე გარღვევას არ ელოდება.
Sputnik

თბილისი, 7 ივნისი − Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს ჟენევის სამიტზე „პიდაპირ და ღიად“ უთხრას რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს, რას შეიძლება ელოდოს შეერთებული შტატებისგან, თუ მოსკოვი „აგრესიულ ქმედებებს“ განაგრძობს, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პორტალ Axios-სთან ინტერვიუში.

ბაიდენმა გაამხილა, რა თემაზე სურს საუბარი პუტინთან შეხვედრაზე

მისი თქმით, ბაიდენი პუტინს ერთ კვირაში შეხვდება, მიუხედავად „აგრესიისა და ჰაკერული შეტევებისა ამერიკულ კომპანიებზე“.

„ეს აუცილებელია იმისთვის, რომ პირდაპირ და მკაფიოდ უთხრას [პუტინს], რას შეიძლება ელოდეს ის შეერთებული შტატებისგან, თუ აგრესიულ და დაუფიქრებელ მოქმედებებს განაგრძობს“, − აღნიშნა დიპლომატმა.

ბლინკენის თქმით, ვაშინგტონი მზადაა ითანამშრომლოს მოსკოვთან იმ შემთხვევაში, თუ ის „სხვა კურსს აირჩევს“.

სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ რუსეთთან სტაბილურ ურთიერთობებს არჩევს, ვინაიდან „არსებობს ბევრი რამ, რაც შეიძლება ერთად გაკეთდეს“. ეს ყოველივე კი არა მარტო ამერიკელი და რუსი, არამედ მთელი მსოფლიოს ხალხთა უსაფრთხოებას განამტკიცებს.

მისი აზრით, „ორი პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა საუკეთესო მეთოდია“ ამ საკითხების განსახილველად.