ამინდის პროგნოზი თბილისში: 7–13 ივნისი

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ კვირაში დედაქალაქში ნაკლებად იწვიმებს, ხოლო მზე ჯერ ცხელი ზაფხულის ამინდს არ გვპირდება.
Sputnik

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. ამ კვირაში სინოპტიკოსები დედაქალაქში მეტ–ნაკლებად სტაბილურ, მაგრამ ზაფხულისთვის შედარებით გრილ ამინდს პროგნოზირებენ.

  • ორშაბათი, 7 ივნისი:თბილისში მზიანი ამინდი იქნება. მინიმალური ტემპერატურა +17 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 24 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 10–15 მეტრი წამში. მზე 20:32 საათზე ჩავა.
  • სამშაბათი, 8 ივნისი: თბილისში დღის პირველ ნახევარში მზიანი ამინდი იქნება, მეორე ნახევარში კი მოსალოდნელია ნაწილობრივი მოღრუბლულობა. მინიმალური ტემპერატურა +14 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 26 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 10–15 მეტრი წამში. მზე 20:33 საათზე ჩავა.
  • ოთხშაბათი, 9 ივნისი: თბილისში უპირატესად მზიანი ამინდი იქნება ნაწილობრივი მოღრუბლულობით. მინიმალური ტემპერატურა +15 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 26 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 10–15 მეტრი წამში. მზე 20:33 საათზე ჩავა.
  • ხუთშაბათი, 10 ივნისი:თბილისში ამინდი გაუარესდება. დილით მოსალოდნელია მოღრუბლულობა და ხანმოკლე წვიმები. დღის მეორე ნახევარში – მოღრუბლულობა შენარჩუნდება, ასევე ზოგან მოსალოდნელია მცირე წვიმა. მინიმალური ტემპერატურა +17 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 24 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 10–15 მეტრი წამში. მზე 20:34 საათზე ჩავა.
  • პარასკევი, 11 ივნისი: თბილისში უპირატესად მზიანი ამინდი იქნება, საღამოს მოსალოდნელია ხანმოკლე, სუსტი წვიმა. მინიმალური ტემპერატურა +17 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 26 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 10–15 მეტრი წამში. მზე 20:35 საათზე ჩავა.
  • შაბათი, 12 ივნისი:დღის პირველ ნახევარში უპირატესად მზიანი ამინდი იქნება ნაწილობრივი მოღრუბლულობით. მინიმალური ტემპერატურა +18 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 27 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 10–15 მეტრი წამში. მზე 20:35 საათზე ჩავა.
  • კვირა, 13 ივნისი: თბილისში ამინდი კვლავ გაუარესდება. მინიმალური ტემპერატურა +18 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, ხოლო დღისით 26 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე იქნება 8–13 მეტრი წამში. მზე 20:36 საათზე ჩავა.