რეზო გაბრიაძე: დიდი ოსტატის ცხოვრება და შემოქმედება − ფოტო

Sputnik

რეზო გაბრიაძე 1936 წელს დაიბადა ქუთაისში. იგი არის თბილისის მარიონეტების თეატრის დამაარსებელი (1981).

რეზო გაბრიაძე არის 35-ზე მეტი ფილმის სცენარის ავტორი, რომლებიც ქართული კინემატოგრაფიის კლასიკად იქცა. მათ შორისაა ყველასათვის ცნობილი და საყვარელი „მიმინო“, „არ დაიდარდო“, „ქინ-ძა-ძა“.

რეზო გაბრიაძეს მინიჭებული აქვს სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, რუსთაველის პრემია, „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“. ის ასევე არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი.

1 / 12
ჯადოქარი, მეზღაპრე, ფილოსოფოსი − როგორ აღარ იხსენიებდნენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ რეზო გაბრიაძეს
2 / 12
დიდი ხელოვანის ნიჭმა არა მარტო მშობლიური ქალაქი და საქართველო, არამედ მთელი კავშირი მოიცვა თავის დროზე
3 / 12
გაბრიაძის გასაოცარი ნიჭით - დაენახა ზღაპარი რეალურ სამყაროში, უამრავი ადამიანი იყო აღფრთოვანებული
4 / 12
მისი შთამ ბეჭდავი ნოსტალგიური, გენიალური სპექტაკლები მარიონეტების თეატრში არცერთი თაობის წარმომადგენელს არ ტოვებდა გულგრილს
5 / 12
ქართველ მხატვართან და სცენარისტთან მეგობრობით არაერთი უცხოელი ხელოვანი ამაყობდა, მასთან თანამშრომლობა ხომ სულაც უდიდესი პატივი იყო ნებისმიერისთვის
6 / 12
გაბრიაძე ხშირად იმეორებდა, არ ვიცი, რაზე ფიქრობენ ჩემი თოჯინები ღამ-ღამობითო, მაგრამ იცოდა, რისთვისაც შექმნა ისინი − სამყაროში სილამაზის მოსატანად
7 / 12
სიყვარული, პატიოსნება, სითბო − ამ თვისებებით დაამახსოვრა თავი ხელოვანმა მეგობრებსა და თაყვანისმცემლებს
8 / 12
რეზო გაბრიაძის სპექტაკლებმა მთელი მსოფლიო მოიარა და ყველა ქვეყანაში თავისი ნაწილი − სინათლის სხივი დატოვა
9 / 12
მისი შემოქმედება შთაგონებით აღავსებდა და პირდაპირ გულში სწვდებოდა მაყურებელს
10 / 12
კინო, ფერწერა, ლიტერატურა, თეატრი − რას აღარ იტევდა ამ ერთი დიდი კაცის ბუნება
11 / 12
რეზო გაბრიაძე სიცოცხლის ბოლო წუთამდე დარჩა წარმოუდგენლად თბილ ადამიანად
12 / 12
მშვიდობით, ოსტატო!