თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. ძლიერი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ რუსთავში „გაფორმების ეკონომიკურ ზონაში“, იუწყება ადგილიდან Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია ათამდე ავტომობილი.
ცეცხლი პატკინგზე გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველების ექვსი ბრიგადა.
ხანძრის გამოწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.