გარდაიცვალა რეჟისორი რეზო გაბრიაძე

ცნობილი მხატვარი, სცენარისტი, რეჟისორი და მოქანდაკე, თბილისის მარიონეტების თეატრის დამაარსებელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. მხატვარი, თეატრისა და კონოს რეჟისორი, მწერალი რეზო გაბრიაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ხელოვანის გარდაცვალების შესახებ რეჟისორის ნათესავებმა დაადასტურეს.

„რეზო გაბრიაძის გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია ქართული კულტურისათვის“, - ნათქვამია საქართველოს კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

დიდებული რეზო გაბრიაძე და მისი რვაჯერ მოპარული "ჩიჟიკ-პიჟიკის" ძეგლი

რეზო გაბრიაძე დაიბადა 1936 წელს ქუთაისში. ცნობილი მხატვარი, სცენარისტი, რეჟისორი და მოქანდაკე, თბილისის მარიონეტების თეატრის დამაარსებელი (1981).

ფერწერისა და სკულპტურის სფეროს გარდა, რეზო გაბრიაძე იყო ავტორი 35-ზე მეტი ფილმის სცენარის, მათ შორისაა ბევრისთვის საყვარელი „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „მიმინო“ და სხვა. ეს ფილმები ქართული კინემატოგრაფიის კლასიკად იქცა.

გაბრიაძე არის სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის (1989), რუსთაველის პრემიის, „ნიკას“, „ტრიუმფის“, „ოქროს ნიღბის“ პრემიების ლაურეატი. ასევე ის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი.