თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა (U-17) თბილისში აზერბაიჯანელი თანატოლები ამხანაგურ მატჩში ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
35-ე წუთზე ანგარიში გახსნა ლუკა პარკაძემ, რომელმაც თავისივე გამომუშავებული პენალტი განახორციელა.
შესვენების შემდეგ მეტოქეებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს. 70-ე წუთზე მასპინძლების უპირატესობა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გაბრიელ სიგუამ გაზარდა, ხოლო საფინალო სასტვენამდე სამი წუთით ადრე ჩამორჩენა მინუმუმამდე შეამცირა სანად აგალაროვმა, რომელმაც 11-მეტრიანი განახორციელა.
ორი დღის შემდეგ, 8 ივნისს, მეტოქეები კიდევ ერთ ტესტ-მატჩს გამართავენ, რომელიც ასევე თბილისში გაიმართება.