ოზურგეთში „გურია ექსპრესის“ გაფიცულმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

საწარმოს გაფიცულმა თანამშრომლებმა და მათმა მხარდამჭერებმა, პროფკავშირების წარმომადგენლებმა ოზურგეთის მერიის შენობასთან მთავრობას მოუწოდეს,
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი  – Sputnik. ფქვილის საწარმო „გურია ექსპრესთან“ დაკავშირებით ოზურგეთში მასშტაბური საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა.

აქციაში სხვადასხვა რეგიონების პროფკავშირების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. ისინი ხელისუფლებისგან კანონის აღსრულებას სთხოვენ, რომელიც, მათი თქმით, დამსაქმებლის მხრიდან ირღვევა.

აქციის მონაწილეების მსვლელობა დასრულდა ოზურგეთის მერიის შენობასთან, სადაც მათ ადგილობრივ ხელისუფლებას და პრემიერ მინისტრს მიმართეს. მათ მოუწოდეს მთავრობის წარმომადგენლებს, ჩაერთონ სიტუაციაში და დაინტერესდნენ საწარმოში დასაქმებულების ბედით.

საწარმო „გურია ექსპრესში“ გაფიცვა 34-ე დღეა გრძელდება. დასაქმებულები მოითხოვენ ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.

ფქვილის საწარმო რომელიც აწარმოებს ფქვილ „გულისტანს“, ფლობს საკუთარ ლაბორატორიას, დასავლეთ საქართველოში 20 წელზე მეტია ფუნქციონირებს.