შემთხვევა, რომელიც კალიფორნიაში მოხდა, სახლის სათვალთვალო ვიდეოკამერამ აღბეჭდა.
როგორც 17 წლის ჰეილი მორინოკო ამბობს, თავიდან, როცა თავისი ძაღლების ხმა შემოესმა, ეგონა, რომ ისინი ან სხვა ძაღლებს უყეფდნენ, ან ციყვს. მაგრამ ეზოში გასულმა დაინახა, რომ ღობეზე უზარმაზარი დათვი მოძვრებოდა თავის ორ ბელთან ერთად.
გოგონა არც დაფირებულა, მაშინვე შიშველი ხელებით დაეტაკა დათვს, რომ ღობიდან ჩაეგდო და თავისი „ბავშვები“ გადაერჩინა - სწორედ ასე იხსენიებს ის თავის ოთხფეხა მეგობრებს.
ეს ვიდეოკადრები ლამის ყველა ამერიკულმა ტელეარხმა აჩვენა და ჰეილი მთელი ქვეყნის გმირი გახდა.