ხანმოკლე წვიმა და ელჭექი: საქართველოში ამინდის გაუარესებას ელოდებიან

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში რამდენიმე დღის განმავლობაში წვიმიანი და ქარიანი ამინდია ნავარაუდევი. ზოგან შესაძლოა მოვიდეს სეტყვაც.
Sputnik

თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. საქართველოს მასშტაბით 8 ივნისამდე დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგიერთ რაიონში გაძლიერდება ქარიც, იუწყება გარემოს დაცვის სააგენტო.

ამასთან, ვარაუდობენ თბილ ამინდს: დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში ჰაერი +20, +25 გრადუსამდე დათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24,+29 გრადუსია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დედაქალაქში საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, მიუხედავად ამისა ჰაერი +26, +28 გრადუსამდე გათბება.