ქუთაისის ქარხანაში უბედურ შემთხვევას 55 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

თვითმხილველების თქმით, მუშაობის დროს შუახნის მამაკაცი ამწეს ბორბლებქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში პარასკევს, დილით უბედური შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება „რუსთავი2“.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სამუშაოს შესრულების დროს 55 წლის მამაკაცი ამწე მექანიზმის ბორბლებქვეშ მოექცა. ის ადგილზევე გარდაიცვალა.

მამაკაცი ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში 2009 წლიდან მუშაობდა.

ამ დროისათვის ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ.