ქუთაისში სამხედრო მოსამსახურეს ესროლეს

გავრცელებული  ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას  მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი დაიჭრა – შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik.  ქუთაისში სამხედრო მოსამსახურე ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს, თავდამსხმელი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

ტელეკომპანია Rustavi2–ის ინფორმაციით, ინციდენტს წინ სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური უძღოდა. თვითმხილველების თქმით, დაზარალებულს ჩაუსაფრდნენ.

რა გახდა კონფლიქტის მიზეზი უცნობია. დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შსს–მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება „განზრახ მკვლელობის მცდელობის“ მუხლით აღძრა.