გურიაში პროფკავშირი მასშტაბური აქციისთვის ემზადება

ფქვილის საწარმოში დასაქმებული მუშახელი სამუშო პირობების გაუმჯობესებას და ანაზღაურების მომატებას მოითხოვს.
Sputnik

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ფქვილის საწარმო „გურია ექსპრესთან“ დაკავშირებით ოზურგეთში მასშტაბური საპროტესტო აქცია 5 ივნისს გაიმართება, იუწყება პროფკავშირების გაერთიანების პრეს-სამსახური.

აქციაში სხვადასხვა რეგიონების პროფკავშირების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ისინი გეგმავენ ხელისუფლებისადმი მიმართვას და კანონის აღსრულების მოთხოვნას, რომელიც, მათი თქმით, დამსაქმებლის მხრიდან ირღვევა.

საწარმო „გურია ექსპრესში“ გაფიცვა 33-ე დღეა გრძელდება. დასაქმებულები მოითხოვენ ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.

ფქვილის საწარმო რომელიც აწარმოებს ფქვილ „გულისტანს“, ფლობს საკუთარ ლაბორატორიას, დასავლეთ საქართველოში 20 წელზე მეტია ფუნქციონირებს.