თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 21 წლის ქართველი მამაკაცი დაიღუპა, ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ახალგაზრდას ავარიის შედეგად სხეულის მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიღებული და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
აშშ-ში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ყვარლის მუნიციპალიტეტიდან იყო და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ოჯახთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობდა.
გადმოასვენებენ თუ არა დაღუპულს საქართველოში, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.