ვლადიმირ პუტინი: რუსეთი პანდემიური სიძნელეებიდან გამოდის

პუტინის თქმით, რუსეთი ახერხებს იმ სიძნელეების გადალახვას, რომელთაც მთელი მსოფლიო ეჯახებოდა მთელი წლის განმავლობაში.
Sputnik

 

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. რუსეთის ეკონომიკა პანდემიის შემდეგ მძიმე ვითარებიდან გამოდის, ქვეყანა ახერხებს სირთულეების დაძლევას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

„მიმდინარე მუშაობა გრძელდება, მიუხედავად ყველა სირთულისა, მათ შორის, კორონავირუსის პანდემიისა. ამის საუკეთესო დასტურია რუსეთის ეკონომიკის მუშაობის შედეგი მთლიანობაში.

ამის შესახებ ფორუმზეც ვიტყვი, მაგრამ ეს თქვენ სხვებზე უკეთ იცით, თქვენ ამას გრძნობთ ყოველდღიურ რეჟიმში პრაქტიკული მუშაობისას“, — აღნიშნა პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საინვესტიციო ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას.  

სსფ-ს პროგნოზით, რუსეთი მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების ხუთეულში მოხვდება

მისი თქმით, რუსეთი ახერხებს იმ სიძნელეების გადალახვას, რომელთაც მთელი მსოფლიო ეჯახებოდა მთელი წლის განმავლობაში.

რუსეთის ლიდერმა გამოთქვა რწმენა, რომ ფორუმზე მნიშვნელოვნად მეტი საქმიანი კონტაქტები და მოლაპარაკებები დასრულდება დოკუმენტების გაფორმებით.

ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს ვიდეოკავშირით მიიღო მონაწილეობა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ცერემონიაში, რა დროსაც საინვესტიციო შეთანხმებებს მოეწერა ხელი. კერძოდ, გაფორმდა დოკუმენტები, რომლებიც ეხებოდა ჩერნოგორსკის ფერადი და ძვირფასი ლითონები საბადოს დამუშავებას, ყირიმში საკურორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების, ტულის ოლქში დიდი ხორცგადამამუშავებელი კლასტერის შექმნასა და ასევე ტოლიატის გვერდის ავლით გზის აგებას —  მდინარე ვოლგაზე ხიდით.