ისრაელმა გოლანის მაღლობებზე სირიის არმიას შეუტია - ვიდეო

ისრაელის არმიამ გოლანის მაღლობებზე სირიის არმიის სადამკვირვებლო პუნქტზე იერიში მიიტანა და გაანადგურა იგი. იხილეთ შეტევის ამსახველი ვიდეო
Sputnik

ისრაელის არმიამ სირიის სადამკვირვებლო პუნქტზე, რომელიც გოლანის მაღლობებზე იყო განთავსებული,  შეტევა მიიტანა და ააფეთქა იგი.

როგორც ცახალის წარმომადგენელი ავიჰაი ედრი წერს საკუთარ Twitter−აკაუნტზე, „ისრაელის არმია არ მოითმენს ისრაელის სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხელყოფის არცერთ მცდელობას და განაგრძობს საკუთარი მოქალქეების უსაფრთხოების დაცვას“.