ვაქცინაციის წასახალისებლად: COVID-19-ზე აცრილებს შორის დიდი თანხა თამაშდება

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 55% უკვე აცრილია კორონავირუსზე, ხელისუფლებამ მაინც გადაწყვიტა კორონავირუსზე აცრილი მოქალაქეებისთვის წამახალისებელი ლატარიის გათამაშება
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ნიუ−მექსიკოს შტატში (აშშ) დიდი ფულადი თანხა თამაშდება ლატარიაში მათთვის, ვინც COVID-19−ზე აიცრა, იუწყება ABC News−ი.

საქართველოში ჩამოსვლას რუსული ვაქცინით აცრილი მოქალაქეებიც შეძლებენ

გავრცელებული ინფორმაციით, გათამაშების თანხა 10 მლნ დოლარია.

„ვაქცინირება სწორი ნაბიჯია როგორც საკუთარი თავისა და ოჯახის, ისე სახელმწიფოსთვის. მოხარული ვარ, მცირეოდენი ხალისი შევმატო ვაქცინაციის ეროვნულ კამპანიას“, — განაცხადა შტატის გუბერნატორმა მიშელ ლუჰან−გრიშემმა.

ყველაზე დიდი მოგება 5 მილიონი დოლარი იქნება. გამარჯვებული აგვისტოში დასახელდება. გარდა ამისა, შტატის ოთხივე რეგიონში გათამაშდება პრიზები 250 000 ათასი დოლარის ოდენობით. იქნება სხვა წვრილმანი ჯილდოებიც.

ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ კორონავირუსზე ვაქცინაციის წასახალისებლად მიიღო. აღინიშნება, რომ ამ დროისათვის შტატის მოსახლეობის დაახლოებით 55%-ია უკვე აცრილი სრულად. თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს ამ მაჩვენებლის 70%-მდე გაზრდა სურს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ლატარიები იმართება ამერიკის სხვა შტატებშიც. ქვეყნის სალატარიო ფონდის მთლიანი თანხა 116 მილიონ დოლარს შეადგენს.