საქართველოში ავტომობილით შემოსვლის წესები

საქართველოში ზაფხული სახმელეთო საზღვრების გახსნით იწყება – 1 ივნისიდან საქართველოში შემოსვლა უკვე შესაძლებელია ავტომობილით რუსეთიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან.
Sputnik

საქართველოს სახმელეთო საზღვრის გადმოკვეთის წესები, საჭირო დოკუმენტები – ყველაფერი ამის შესახებ იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ მასალაში.

სახმელეთო საზღვრების გადმოკვეთა შეუძლიათ იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში ჩამოსვლა საჰაერო გზითაც შეუძლიათ. ჩამოსულმა პირებმა თან უნდა იქონიონ ორფაზიანი ვაქცინაციის და/ან უარყოფითი PCR–ტესტის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც ჩამოსვლამდე 72 საათის განმავლობაშია გაკეთებული. ჩამოსვლიდან მესამე დღეს ისინი ვალდებული არიან საკუთარი ხარჯით განმეორებითი ტესტი გაიკეთონ.

საქართველოში ავტომობილით შემოსვლის წესები

ამ ეტაპზე საქართველოში PCR-ტესტით შემოსვლა შეუძლიათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს: რუსეთი, ისრაელი, თურქეთი, შვეიცარია, ნორვეგია, აშშ, დიდი ბრიტანეთი და ჩრდილოეთ ირლანდია, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, იაპონია, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა და ომანი.

სხვა დანარჩენი ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსვლას შეძლებენ ის მოქალაქეები, რომლებმაც ვაქცინაციის სრული კურსი გაიარეს. გამონაკლისს წარმოადგენს ინდოეთი კორონავირუსის ახალი საშიში შტამის გამო.

საქართველოში ავტომობილით შემოსვლის წესები

ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც საქართველოში ინდოეთიდან ჩამოდის (მოქალაქეობის და ვაქცინაციის სრული კურსის მიუხედავად), თან უნდა იქონიოს უარყოფითი PCR–ტესტის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც ჩამოსვლამდე არაუგვიანეს 72 საათის განმავლობაშია გაკეთებული. შემდეგ კი საკუთარი ხარჯით 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი გაიაროს. ამასთან, ინდოელი სტუდენტები საქართველოში ჩამოსვლას მხოლოდ ჩარტერული რეისებით შეძლებენ.

საქართველოში ავტომობილით შემოსვლის წესები