ყვითელი ამბები

„საბამ დამხატა...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი შვილის ულამაზეს ნახატს აქვეყნებს

ნანუკა ჟორჟოლიანის ოჯახი საზოგადოებაში ძალიან პოპულარულია. ნახეთ როგორი ხატვის ნიჭი ჰქონია ტელეწამყვანის ვაჟს
Sputnik

ცნობილი ტელეწამყვანის შვილს საბა კოდუას ხატვის არაჩვეულებრივი ნიჭი ჰქონია. ამაყმა დედამ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე შვილის ნახატი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ საბამ დახატა.

საბა კოდუა ნანუკას სახელმწიფო ოპერატიული დაცვის დეპარტამენტის (სოდის) ყოფილ უფროსთან, ერეკლე კოდუასთან ქორწინებიდან ჰყავს. წყვილი რამდენიმე წლის წინ დაშორდა.

ნანუკა პირველად სტუდენტობისას დაოჯახდა. პირველ ქალიშვილთან ერთად ლექციებს ესწრებოდა და გადაღებებზე დადიოდა. იხსენებს, რომ პირველი ოჯახის დანგრევის წინააღმდეგი მამა იყო, რომელსაც ირგვლივ მყოფთა რეაქციების ერიდებოდა. ამის შესახებ ტელეწამყვანმა ხმამაღლა არაერთხელ ისაუბრა საკუთარ გადაცემასა და სხვა თოქ-შოუებში.