ჭადრაკი: ნანა ძაგნიძემ გიბრალტარის გრან–პრიზე მესამედ გაიმარჯვა

ძაგნიძემ მეცხრე ტურის შეხვედრაში ბულგარელი სტეფანოვა დაამარცხა და მიმდინარე გრან-პრიზე 5.0 ქულა დააგროვა. ქართველი მოჭადრაკე შემდეგ პარტიას რუს ალინა კაშლინსკაიასთან ითამაშებს.
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. ქართველმა მოჭადრაკემ ნანა ძაგნიძემ გიბრალტარში მიმდინარე გრან–პრიზე მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ძაგნიძემ გრან-პრის მეცხრე ტურში თეთრი ფიგურებით მსოფლიოს ექს-ჩემპიონი, ბულგარელი ანტოანეტა სტეფანოვა 42-ე სვლაზე დაამარცხა. აღნიშნული გამარჯვებით ქართველმა მოჭადრაკემ 5.0 ქულა დააგროვა და გერმანელ ელიზაბეტ პაეტცთან ერთად V-VI ადგილებს იყოფს, თუმცა დამატებითი მაჩვენებლით რეიტინგში მეხუთეა.

ნანა ძაგნიძეს გრან-პრის ბოლო ეტაპზე კიდევ ორი პარტია დარჩა სათამაშო. ქართველი მოჭადრაკე ჯერ თეთრი ფიგურებით რუს ალინა კაშლინსკაიას დაუპირისპირდება, შემდეგ კი შავი ფიგურებით კვლავ რუს მოჭადრაკე ვალენტინა გუნინას შეხვდება.

ჭადრაკი: ნანა ძაგნიძემ გიბრალტარის გრან-პრიზე მეორე გამარჯვება მოიპოვა

ამ დროისათვის აღნიშნულ ტურნირს ყაზახი ჟანსაია აბდუმალიკი 7.5 ქულით ლიდერობს, II-IV ადგილებს კი 5.5 ქულით რუსი კატერინა ლაგნო, უკრაინელი მარია მუზიჩუკი და აზერბაიჯანელი გუნაი მამადზადასი ინაწილებენ.

აღნიშნული ტურნირი ფიდეს გრან-პრის დასკვნითი, მეოთხე ეტაპია. პირველ ეტაპზე, რომელიც სკოლკოვოში ჩატარდა, გამარჯვება ინდოელმა ჰაპმი კონერუმ (ინდოეთი) მოიპოვა, მეორე ეტაპზე (მონაკო) – რუსმა ალექსანდრა კოსტენიუკმა, ხოლო მესამეზე (ლოზანა) – ნანა ძაგნიძემ.

რაც შეეხება საერთო ჩათვლას, მსოფლიო რეიტინგში ლიდერი კვლავ რუსი ალეკსანდრა გორიაჩკინაა, რომელსაც ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 293) და ალექსანდრა კოსტენიუკი (193) მიჰყვებიან.

გიბრალტარის გრან-პრი წრიული სისტემით ტარდება 11 ტურად და მასში 12 მონაწილეა ჩართული. მისი შედეგების მიხედვით ქალთა შორის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პრეტენდენტთა შეჯიბრების ორი მონაწილე გამოვლინდება.