ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

სამინისტროს ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძე მუშაობას სახლიდან გააგრძელებს და უწყებას დისტანციურ რეჟიმში უხელმძღვანელებს.
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი  – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მინისტრი თავს კარგად გრძნობს, თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

რაც შეეხება სამინისტროს სხვა თანამშრომლებს, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.233 -ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა  345.196-ს მიაღწია.