თბილისი, 1 ივნისი— Sputnik. საეჭვო წარმომავლობის მასალა, რომლის გაფორმება Sputnik-საქართველოს ვებგვერდთან არის მიმსგავსებული, ქსელში დღეს გავრცელდა. აღნიშნული მასალა შეიცავს ინფორმაციას, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს, ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, რომელიც მან თითქოს ქართულ ტელეარხს მისცა.
Sputnik-საქართველოს რედაქცია კატეგორიულად უარყოფს რაიმე კავშირს აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან. ქსელში გავრცელებული მასალა არანაირ კავშირში არ არის sputnik-georgia.ru და sputnik-georgia.com ვებგვერდებთან.
აღნიშნული ფეიკ-გვერდის ავტორებს ვურჩევთ მათ მიერ გავრცელებული მასალიდან წაშალონ Sputnik-საქართველოსთან ასოცირებული ყველა ელემენტი, მათ შორის ლოგო და პორტალის გაფორმების ელემენტები.