ქალი, რომელმაც მსოფლიო შეშალა: მერლინ მონროს იშვიათი ფოტოები

Sputnik

მერლინ მონროს ბიოგრაფია ლამის დეტალურადაა ცნობილი. თუმცა, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, მსახიობის სიკვდილიდან ნახევარი საუკუნის შემდეგაც კი, ადამიანებს კვლავაც აშფოთებთ მის გარდაცვალებასთან დაკავშირებული იდუმალი გარემოებები.

მერლინ მონრო „ამერიკული ოცნების“ განსხეულება იყო, მას ლამის მთელი მსოფლიო ეთაყვანებოდა თავის დროზე და არც ახლა ივიწყებენ.

1 / 15
მისკენ გამუდმებით იყო მიმართული ათასობით ადამიანის მზერა. მამაკაცები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, როდესაც მერილინს გადაღებებზე კაბის კალთა უფრიალებდა. მას კი გამუდებით ავიწყდებოდა ტექსტი, რაც რეჟისორს აცოფებდა. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ XX საუკუნის უმთავრესი სექს−სიმბოლო საოცრად თავდაუჯერებელი იყო
2 / 15
ახალგაზრდობაში მერილინი ნებისმიერ სამუშაოზე თანახმა იყო, მაგალითად, ეროტიკული კალენდრისთვის შიშველ ფოტოებსაც კი იღებდა საათში 50 დოლარის საფასურა. უკვე ცნობილი მსახიობი იყო, როდესაც ეს ფოტოები გამოუჩხრიკეს. ეს ამბავი ლამის კარიერად დაუჯდა მას. მშველელად ჰიუ ჰეფნერი მოევლინა: იმ ფოტოებიდან ერთ−ერთი კადრი 1953 წელს ჟურნალ „ფლეიბოის“ ყდაზე გამოაქვეყნა, რითაც ფოტოს სტატუსის რეაბილიტაცია მოახდინა
3 / 15
მერლინ მონროს 4,8 მლნ დოლარად შეფასებულ კაბას (ამ დროისათვის ყველაზე ძვირადღირებული), რომელიც მსახიობს აშშ−ის პრეზიდენტ ჯონ კენედის იუბილეზე ეცვა, „შიშველ კაბასაც“ უწოდებენ. სოფიტების შუქზე ის შიშველი სხეულის ილუზიას ქმნიდა
4 / 15
მსახიობს არასდროს მიუღია რეკორდული ჰონორარები: ყველაზე დიდი თანხა მას ფილმისთვის „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ გადაუხადეს — 300 ათასი დოლარი. ხოლო მისი ბოლო, დაუსრულებელი ფილმის, „რაღაც უნდა მოხდეს“ ჰონორარი სულ 100 ათას დოლარს შეადგენდა
5 / 15
თოჯინა ბარბის პროტოტიპად მსახიობი ჯეინ მენსფილდი მიიჩნევა — მერლინ მონროს მეტოქე, რომელმაც ასევე მოირგო სექსუალური ქერა ქალის სახე
6 / 15
ამ საყოველთაოდ ცნობილი ფილმის სახელწოდება ორიგინალში იყო Some Like It Hot, მაგრამ საბჭოთა კინოგაქირავებამ მას უფრო „კდემამოსილი“ სახელწოდება შეურჩია და „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ დაარქვა
7 / 15
მერლინ მონრო პირველად 16 წლისა დაქორწინდა — გამოვალი მდგომარეობის გამო. საქმე ისაა, რომ მასზე მაშინ კიდევ ერთმა მიმღებმა ოჯახმა თქვა უარი — ასეთი ოჯახი კი ათზე მეტი იყო. ცნობილი ბეისბოლისტი ჯო დი მაჯიო (ფოტოზე) კი მისი მეორე ქმარი გახლდათ
8 / 15
მერლინი და ჯო იაპონიაში იყვნე თაფლობის თვეში, როდესაც მას ჯარისკაცების წინაშე გამოსვლა შესთავაზეს. მერლინი დათანხმდა და მისი კონცერტისთვის მუსიკოსები სახელდახელოდ შეარჩიეს თავად ჯარისკაცებისგან
9 / 15
1957 წელს მერლინმა ამხანაგური მატჩი გახსნა თელ−ავივისა და ამერიკულ ბეისბოლის გუნდებს შორის სტადიონ „ებეტს ფილდზე“. ეს ისრაელის დელეგაციამ მოითხოვა: „როგორც სპორტსმენებს, გუნდ „ბრუკლინ დოჯერსის“ ნახვა გვსურს, ხოლო როგორც მამაკაცებს — მერლინ მონროსი“, — თქვეს მათ. შეიძლება ამ „თილისმის“ წყალობითაც გაიმარჯვეს მაშინ სტუმრებმა ანგარიშით 6:4
10 / 15
2012 წელს მერლინ მონროს 17 ტონიანი სტატუა ჩიკაგოდან პალმ−სპრინგსში გადაიტანეს — თურმე ნუ იტყვით, ადგილობრივებს მერლინის სტატუის პოზა აღიზიანებდა. შემდეგ იგი შტატებში ტურნეში გაგზავნეს, ახლა კი ისევ უკან ელოდებიან. თუმცა კამათი იმის შესახებ, რამდენად ეთიკურია ის ფაქტი, რომ გამვლელებს გიგანტური ლამაზმანის ჰიპერრეალისტური თეთრეულის თვალიერება შეუძლიათ, არ წყდება
11 / 15
ენდი უორჰოლმა მერლინ მონროს სურათის ასობით ვარიაცია შექმნა სხვადასხვა ფერებში. ოთხი მათგანი ამერიკელმა მხატვარმა ქალმა დოროთი პოდბერმა დააზიანა ტყვიით. მაგრამ კომერციის გენიოსი არ დაიბნა, ნახატებს „დახვრეტილი მერილინი“ უწოდა და დაზიანებული ტილოები ორმაგ ფასად გაყიდა
12 / 15
მერილინი ხშირად ამბობდა, ქალს ორი იარაღი აქვს — წამწამების ტუში და ცრემლები, მაგრამ მათი ერთდროულად გამოყენება არ შეგვიძლიაო
13 / 15
აშშ−ში მერლინ მონ როს შესახებ ასობით წიგნია დაწერილი, გადაღებულია არაერთი ფილმი. 2014 წელს სმიტსონის ინსტიტუტმა ის „ყველა დროის 100 ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკელის“ ნუსხაში შეიყვანა
14 / 15
მერლინ მონროსადმი ინეტერესი დღემედ არ ნელდება — წინააღმდეგობებით მასზე სავსე ადამიანის მოძებნა ალბათ შეუძლებელია
15 / 15
მერლინ მონროს ადამიანურ სახეს სამუდამოდ ჩამოეფარა მისი სცენური სახე — აბსოლუტური ქალურობისა, რომელსაც ვერანაირი მოდა ვერ შეარყევს