ქართული პოლიციის დღე: ფოტოები ტრადიციული აღლუმიდან

Sputnik

პოლიციის დღე ქვეყანაში 2010 წელს დაწესდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით. იმ პერიოდში დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნებოდა 6 მაისს – გიორგობაზე, რაც არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა საზოგადოებაში.

მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა, პოლიციის დღედ ჯერ 30 მაისი გამოცხადდა, შემდეგ – 2 ივნისი.

ბოლო წლებში პოლიციის დღე საქართველოში 31 მაისს აღინიშნება.

1 / 10
საპოლიციო ტექნიკის დემონსტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი შენობის წინ
2 / 10
პოლიციელებს პროფესიული დღესასწაული ქვეყნის პრემიერ−მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა
3 / 10
პოლიციის დღეს საქართველოში უკვე 11 წელია აღინიშნება
4 / 10
თავდაპირველად პროფესიულ დღეს პოლიციელები 6 მაისს ზეიმობდნენ − გიორგობის დღესასწაულზე
5 / 10
მაგრამ ასეთი დამთხვევა რელიგიურ საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევდა
6 / 10
და პოლიციის დღე გადაიტანეს − 2 ივნისსაც კი აღინიშნებოდა
7 / 10
თუმცა ბოლო წლებში პოლიციის პროფესიული დღე სტა ბილურად აღინიშნება 31 მაისს
8 / 10
წლევანდელ აღლუმზე წარმოდგენილი იყო საპოლიციო ტექნიკა და ვერტმფრენებიც კი
9 / 10
გაიმართა წარჩინებული პოლიციელების საზეიმო დაჯილდოება
10 / 10
შსს−ის ძალების აღლუმში, პოლიციელების გარდა, მაშველებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც ასევე შედიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში.