ხათუნა ჟორდანია: უმძიმესი პერიოდები გავიარეთ, ჩემი და ზურას ქორწინება სასწორზე იდო

მუსიკოსი და საზოგადოებაში კარგად ცნობილი სახე ხათუნა ჟორდანია პირად ცხოვრებაზე და მეუღლეზე – მომღერალ ზურა ხაჩიძეზე საუბრობს.
Sputnik
ხათუნა ჟორდანია: უმძიმესი პერიოდები გავიარეთ, ჩემი და ზურას ქორწინება სასწორზე იდო
„დღემდე საქართველოში სალაპარაკო თემაა ჩვენ შორის არსებული ასაკობრივი სხვაობა. როცა ვიღაცას უნდა წამკბინოს, ამას მახსენებს, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. არ არსებობს ოჯახი, სადაც პრობლემები არ არის. ცხოვრებაში უმძიმესი პერიოდები გვაქვს გავლილი მე და ზურას, ბევრჯერ იდო ჩვენი ქორწინება სასწორზე, მაგრამ გადავლახეთ ეს პერიოდები“, – ამბობს ჟორდანია.

ხათუნა ჟორდანია თვეებია მძიმე სენს ებრძვის. როგორც მუსიკოსი აცხადებს, ახლა მისი და ზურას ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგას, რის გამოც დღეს ზურასგან მოზღვავებულ სიყვარულს და ყურადღებას გრძნობს.