სეტყვა, წვიმა, ქარი: საქართველოში ამინდი გაუარესდება

ქვეყნის დიდ ნაწილში რამდენიმე დღის განმავლობაში წვიმიანი და ქარიანი ამინდია ნავარაუდევი. შესაძლებელია მოვიდეს სეტყვაც.
Sputnik

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ხვალიდან საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს დაცვის სააგენტო.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 1 ივნისს დღის ბოლოდან 3 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია ასევე სეტყვა და ძლიერი ქარი.

გარემოს დაცვის სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.