სოციალურ ქსელში ვრცელდება მეჯვარე მეგან მარკლის უნიკალური ფოტოები

მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის სიყვარულის ისტორია ბოლო პერიოდის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემად ითვლება. მასზე ლაპარაკობენ მსოფლიოს ყველა კუთხეში.
Sputnik

ამერიკელმა მწერალმა ლინდსი ჯილ როთმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა მეგან მარკლის უნიკალური ფოტო, როდესაც ის მეჯვარე იყო.

ფოტო გადაღებულია 2016 წელს ნიუ-იორკის სასტუმრო St. Regis-ში, სადაც ლინდსი ჯილ როთის ქორწილი შედგა. ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, მეგან მარკლი პოზირებს ყვავილების თაიგულით ხელში და აცვია სადა ვარდისფერი კაბა. როთის მიერ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ ფოტოზე ნაჩვენებია პატარძლის მეგობარი, რომელიც მას ტუჩსაცხს უსვამს.

„მეგანი ყოველთვის ყველაზე კეთილი იყო. მე ეს ვიცი ჩვენი ოცწლიანი მეგობრობის წყალობით. ჩემი თვალით მინახავს როგორ ექცევა ის მეგობრებს, მათი ოჯახის წევრებსა და კოლეგებს. ის არის მხიარული და ძალიან ჭკვიანი. და ძალიან გამიმართლა, რომ მასთან ვიმეგობრე”, – წერს როთი.

მეგან მარკლი ლინდსი ჯილ როთს შეხვდა ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში სწავლის დროს. მწერალი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც მას ქორწინების შემდეგ უჭერდა მხარს. დაქალები ყოველთვის მარტივად საუბრობდნენ, მარკლის ახალი სტატუსის მიუხედავად.