ბორის ჯონსონი დაოჯახდა: გამოქვეყნდა პირველი ფოტო საიდუმლო ქორწილიდან

ბრიტანეთის 56 წლის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის საიდუმლო ქორწილს სულ 30 სტუმარი დაესწრო.
Sputnik

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის ახლად დაქორწინებულმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პირველი ფოტოები გამოაქვეყნა თავისი დახურული საქორწინო ცერემონიიდან, იუწყება News sky.

​56 წლის ბორის ჯონსონმა ცოლად 33 წლის კერი საიმონდსი შეირთო. დახურულმა ცერემონიამ პრემიერის რეზიდენციის ბაღში ჩაიარა, ჯვრისწერა ვესტმინსტერის ტაძარში გაიმართა. 

ქორწილს სულ 30 სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყო ჯონსონისა და საიმონდსის ვაჟი უილფრედიც, რომელიც წყვილს გასულ წელს შეეძინა.

აღინიშნება, რომ ქორწილის შესახებ პრემიერ-მინისტრის უახლოესმა თანაშემწეებმაც კი არ იცოდნენ. წყვილის ახლო ნათესავებმა კი მოსაწვევები მხოლოდ ბოლო წუთებში მიიღეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბორის ჯონსონი პირველი პრემიერია ბოლო 199 წლის განმავლობაში, ვინც პოსტზე ყოფნის პერიოდში დაქორწინდა. 

ახლად შეუღლებულების განცხადებით, დიდ ქორწილს ისინი 2022 წლის ივლისში გადაიხდიან.