როგორი იქნება ზაფხულის პირველი კვირა – სინოპტიკოსების პროგნოზი

თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს მიმდინარე კვირაში თბილი ამინდი ელოდებათ. ჰაერი 31 გრადუსამდე გათბება.
Sputnik

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. თბილისში ზაფხულის პირველ კვირაში მზიანი ამინდი იქნება, თუმცა სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმასაც პროგნოზირებენ.

ორშაბათს, 31 მაისს საქართველოს დედაქალაქში მზიანი ამინდია ნავარაუდევი.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 19, დღისით მაქსიმალური კი პლუს 31 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 8-13 მეტრი იქნება.

სამშაბათს, 1 ივნისს დედაქალაქში ასევე თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 19, დღისით მაქსიმალური კი 31 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.

ოთხშაბათს, 2 ივნისსაც თბილი ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

წვიმა, სეტყვა, ქარი – საქართველოში ამინდი გაუარესდება

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 17, დღისით მაქსიმალური კი პლუს 28 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.

ხუთშაბათს, 3 ივნისს თბილისელებს აგრეთვე მზიანი ამინდი ელოდებათ.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 18, დღისით მაქსიმალური კი პლუს 27 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.

დედაქალაქში ამინდი პარასკევს, 4 ივნისს შეიცვლება – მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და წვიმა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 17, დღისით მაქსიმალური კი პლუს 26 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.

შაბათს, 5 ივნისს თბილისში უნალექო ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 18, დღისით მაქსიმალური კი პლუს 28 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 8-13 მეტრი იქნება.

სინოპტოკოსები კვირას, 6 მაისს ასევე ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 16, დღისით მაქსიმალური კი პლუს 26 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 8-13 მეტრი იქნება.