რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეფერხებულია

შეზღუდვა უკავშირდება სატვირთო ავტომობილის გაფუჭებას, რომელმაც გვირაბში მოძრაობა დაბლოკა. ავტოტრანსპორტი ალტერნატიული გზით მოძრაობს.
Sputnik

თბილისი, 30 მაისი – Sputnik. ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის გვირაბში, რომელიც აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის ნაწილია, დროებით შეჩერებულია.

 „პირველი არხის“ ინფორმაციით, შეზღუდვა უკავშირდება გვირაბში სატვირთოს გაფუჭებას, რომელმაც მოძრაობა დაბლოკა. ტრანსპორტი ორივე მიმართულებით გვირაბის გვერდის ავლით, შემოვლითი გზით გადაადგილდება.

რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა გრძელდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  მოძრაობა სატვირთო ავტომობილის გვირაბიდან გამოყვანის შემდეგ აღდგება.

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).

საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.