კეიტ მიდლტონმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა - ფოტო

ჯერჯერობით უცნობია, რომელი ვაქცინით აიცრა 39 წლის კეიტ მიდლტონი. დიდ ბრიტანეთში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, Moderna-ს და Oxford AstraZeneca-ს პრეპარატებით.
Sputnik

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტ მიდლტონმა თავისი მეუღლის, პრინც უილიამის მაგალითს მიბაძა და კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა, ამის შესახებ სამეფო წყვილის ოფიციალურ Instagram-აკაუნტზეა ნათქვამი.

პრინც უილიამმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 20 მაისს მიიღო, სწორედ ამ დღეს დიდ ბრიტანეთში 30 წელს ზემოთ ასაკის პირთათვის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. დაახლოებით ერთი წლის წინ დედოფალ ელისაბედ მეორის შვილიშვილმა კორონავირუსი გადაიტანა. მედიკოსებმა ურჩიეს, ანტისხეულების გაქრობის შემდეგ აუცილებლად გაეკეთებინა აცრა.

ახლა კი კეიტ მიდლტონიც აიცრა. კემბრიჯის ჰერცოგების ოფიციალურ Instagram-გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, სადაც უილიამის მეუღლე აცრის ჩატარების მომენტშია აღბეჭდილი. სამეგო წყვილმა მადლობა გადაუხადა ექიმებს, რომლებიც მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში იღებენ მონაწილეობას.

„გუშინ მივიღე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა ლონდონის მეცნიერების მუზეუმში. დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც  ვაქცინაციის კომპანიაშია ჩართული. მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ“, - აღნიშნულია პოსტში.

ჯერჯერობით უცნობია, რომელი ვაქცინით აიცრა კეიტ მიდლტონი.

ლურჯი ორეული - ქეით მილდტონმა პრინცესა დიანას კიდევ ერთხელ მიბაძა - ფოტოები

კეით მიდლტონის ცხოვრება, მისი თითოეული ნაბიჯი ყოველთვის ექცევა მედიის ყურადღების ცენტრში.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის თითქმის 4,5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 128.037 ადამიანი, ვაქცინის ორივე დოზა უკვე მიიღო 64.4 მილიონმა ადამიანმა. ბოლო აღწერის თანახმად, ქვეყანაში 67.886.004 ადამიანი ცხოვრობს.