დათო არჩვაძე: კომუნისტების დროს სახლი დაგვინგრიეს, იქ ქარხანა უნდა აეშენებინათ
© Sputnik
„როცა დავიბადე, პირველი სამი ოთხი წელი სანზონაში, საოცარ გარემოში ვცხოვრობდი. სახლი იყო წითელი აგურით ნაშენები და ბაბუის ხელით ორი ტონა ყურძენი მოგვდიოდა. ის ხალხი ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო.“- იხსენებს დათო არჩვაძე.
მომღერალი დათო არჩვაძე: „მახსოვს, მარანში რამდენიმე ქვევრი გვქონდა. ის მარანი ყარაჩოღელებით იყო მოხატული და იქ მთელი თბილისი ქეიფობდა ხოლმე. იყო შემთხვევა, რომ ისეთი ოცი კაცი ქეიფობდა ხოლმე, რომ მამა ვერ ცნობდა მათ.“