თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ქართველმა მებაჟეებმა ბოლო 6 თვეში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და სასაქონლო ნიშნების შესაძლო უკანონო გამოყენების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
სამსახურის მონაცემებით, მებაჟეებმა შეამოწმეს საქონელი, რომელიც საბაჟო გამშვები პუნქტების - „სადახლოს“ და „ნინოწმინდას“ გავლით უკრაინის, რუსეთის, ყაზახეთის, აშშ-ის მიმართულებით მიმავალ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაჰქონდათ.
შემოწმების შედეგად გამოვლენილია 43,7 ათასი ბოთლი ალკოჰოლური პროდუქცია КАХЕТ და ARAZANI, 18 ათასი ბოთლი CHACHA და 200 კგ ნუგბარი, რომლის დასახელება შეიცავდა სიტყვას ЧУРЧХЕЛА.