ტესტ-მატჩები კვარაცხელიას გარეშე – ფეხბურთელი სათამაშოდ მზად არ არის

ხვიჩა კვარაცხელია შეკრებაზე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და მას გუნდურ წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღია, გუშინ კი ნაკრებთან ერთად არც გამოჩენილა.
Sputnik

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ყაზანის „რუბინის“ შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მომავალ ამხანაგურ შეხვედრებში ვერ დაეხმარება. ინფორმაცია „პირველ არხს“ ფეხბურთელის ოჯახმა დაუდასტურა.

რომელ კლუბში ითამაშებს კვარაცხელია? – ხვიჩას მსურველთა რიგი უდგას

კვარაცხელიამ 18 აპრილს „ურალთან“ შეხვედრაში ფეხის კუნთის ტრავმა მიიღო და ამ დრომდე არ უთამაშია. ქართველ ფეხბურთელს ამჟამად ფეხი აღარ აწუხებს, თუმცა არსებობს საფრთხე, რომ მას ტრავმა ისევ გაუმიზეზდეს.

ვილი სანიოლის გუნდი რუმინეთისა და ნიდერლანდის ნაკრებებთან ამხანაგური მატჩების გასამართად რამდენიმე დღეა თბილისში ემზადება. თავდაპირველად შეკრებაზე ხვიჩა კვარაცხელიაც გამოცხადდა. მიუხედავად ამისა, ამ ხნის განმავლობაში 20 წლის ფეხბურთელი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, გუშინ კი საწვრთნელი პროცესიც დატოვა.

საქართველოს ნაკრები 2 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე ქალაქ პლოიეშტში რუმინეთს შეხვდება, ხოლო 6 ივნისს, 20:00 სთ-ზე ენსხედეში ნიდერლანდის ნაკრებს დაუპირისპირდება.