პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული ტურიზმის სფეროს სწრაფად აღდგენა და ტურისტული ნაკადების მოზიდვა ახლა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ამ მიზნით ტურიზმის ადმინისტრაციამ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან ცნობილი ბლოგერები მოიწვია.
ბლოგერები საქართველოს ისტორიულ ადგილებსა და ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს საკუთარ მიმდევრებს სხვადასხვა პლატფორმით გააცნობენ.