ყვითელი ამბები

„სანი არის ჩემი შეყვარებული...“ – „მამულიჩას“ ვიდეო ლურჯთვალება, ულამაზეს არსებასთან

სოციალურ ქსელში კახა მამულაშვილმა ვიდეო გამოაქვეყნა და საზოგადოებას ულამაზესი არსება გააცნო. ნახეთ ვის უწოდებს „მამულიჩა“ შეყვარებულს.
Sputnik

ლელა წურწუმიას და „მამულიჩას“ ვარსკვლავური დუეტის უერთმანეთოდ წარმოდგენა რთულია. წყვილი წლებია ერთად ვითარდება. სოციალური ქსელის ხანაში კი ისინი საკუთარ ხელმომწერებს ერთობლივი ძალებით ახალისებენ. ლელა და „მამულიჩა“ თუნდაც ნაკლებად პოპულარულ გადაცემას ან რუბრიკას თავისი სტუმრობით პოპულარულს ხდიან. ქართულ ტელესივრცეში ისინი ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და პოპულარული წყვილია. ამჟამად ლელას საკუთარი გადაცემა „მხოლოდ ლელასთან“ მიჰყავს. საზოგადოებამ „მთავარი არხის“ ეთერში გასული გადაცემა უკვე შეიყვარა. აშკარაა, რომ ლელას ახალი პროექტი საკმაოდ რეიტინგული აღმოჩნდა.

„მამულიჩა“ „ინსტაგრამზე“ ძალიან აქტიურია. ცოტა ხნის წინ ძაღლთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ სანი მისი შეყვარებულია. ულამაზესი, ლურჯთვალება ვეიმარანერის ჯიშის ძაღლი მართლაც შეუძლებელია ერთი ნახვით არ შეგიყვარდეთ.

ქართველი მოკაშკაშე ვარსკვლავი და ყველასათვის საყვარელი მომღერალი წლიდან წლამდე არ იცვლება. ლელა წურწუმიამ კარიერა 90-იანებში დაიწყო. მომღერლის სიმღერები ახლაც გაჰიტებულია. მამულიჩას და ლელას ყველაზე მეტად ის ახარებთ, რომ მათ და კომპოზიტორების მიერ შექმნილ სიმღერებს ახალგაზრდები და მათი თაობის ადამიანები ერთნაირად დიდი სიამოვნებით უსმენენ. ლელას სოლო-კონცერტების ბილეთებს სალაროებიდან იტაცებენ, პოპ-დივა აქტუალობას არ კარგავს.