ყვითელი ამბები

„ანდრა დაიბადა...“ – ლაშა ღლონტს შვილიშვილი შეეძინა

ცნობილი მომღერალი ლაშა ღლონტი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. აღმოჩნდა, რომ მუსიკოსს შვილიშვილი შეეძინა.
Sputnik

გამორჩეულ მუსიკოსს ლაშა ღლონტს 27 მაისი განსაკუთრებულ დღედ ექცა. „ალილოს“ შემსრულებელს შვილიშვილი შეეძინა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა: „ანდრა დაიბადა“.

ამ სტატუსს უამრავი კომენტარი და მილოცვა მოჰყვა. გოგონა ლაშას ქალიშვილს ანი ღლონტს შეეძინა. „დაიბადა ჩვენი გოგო! ანდრა მაისურაძე”, – დაწერა ანიმ.

ლაშა ღლონტის ყველაზე ხმაურიანი დაბადების დღე და დოპინგი ქართველებისთვის

ლაშა ღლონტი ბათუმში 1970 წლის 8 დეკემბერს დაიბადა. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქირურგად სხვადასხვა კლინიკებში, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში სამედიცინო მენეჯმენტის კუთხით. ამჟამად არის კომპანია medicaal-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ასევე დაკავებულია ბიზნეს-საქმიანობით. არის ბათუმის საპატიო მოქალაქე და ღირსების ორდენის კავალერი.

უკვე სკოლის პერიოდში იყო სკოლის ვაჟთა ვოკალური გუნდის სოლისტი და არაერთი ფოლკლორული ფესტივალისა და ოლიმპიადის გამარჯვებული. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამედიცინო ინსტიტუტის ტრიოს, 2000 წლიდან გურამ თამაზაშვილთან ერთად ანსამბლ „ალილოს“ ხელმძღვანელი, სოლისტი, ასევე კვარტეტ „ალილოს” მუსიკალური ხელმძღვანელია. მის მიერ შესრულებული სიმღერა „მონატრებიხარ ფიქრებს” აღიარებულ იქნა ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ქართულ ჰიტად. 2011 წელს რადიორეიტინგების მიხედვით იგი წლის საუკეთესო ხმად აღიარეს.