კრწანისის რაიონში დღეიდან ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება

მერიის ინფორმაციით, წყალმომარაგების სისტემის სტაბილური ფუნქციონირებისთვის ჟანი კალანდაძის ქუჩაზე ტექნიკური სამუშაოებია დაგეგმილი.
Sputnik

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. კრწანისის რაიონში, ჟანი კალანდაძის ქუჩაზე 28 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით პერიოდში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power კალანდაძის ქუჩაზე წყალარინებისა და სასმელი წყლის მილების შეცვლა გეგმავს.

ჩატარებული სამუშაოების შემდეგ კრწანისის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია სანიაღვრე სისტემასა და საგზაო ინფრასტრუქტურას მოაწყობს. კალანდაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება.

დედაქალაქის მერია მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.