ყვითელი ამბები

ანუკი არეშიძის კაბამ გალა-კონცერტზე ფურორი მოახდინა – ფოტოები

ანუკი არეშიძის და კახა კალაძის დიდი ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება. სუპერ-მოდური, თვალშისაცემი და დახვეწილი დიზაინერი მოდის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.
Sputnik

26 მაისის გალა-კონცერტზე კახი კალაძის მეუღლემ, დიზაინერმა ანუკი არეშიძემ ულამაზესი შავი კაბა მოირგო, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მისი უკანასკნელი კოლექციიდან არის.

„დეტალი ჩემი კოლექციიდან“, – აღნიშნავს ანუკი და აქვეყნებს კაბის ერთ ნაწილს, რომელიც ულამაზესი შავი ბადისებრი ნაჭრით არის გაწყობილი. კაბამ დიდი მოწონება დაიმსახურა ანუკის ხელმომწერებს შორის „ინსტაგრამზე“. შემფასებლები წერენ, რომ მისი ნამუშევარი ძალიან ლამაზია, რასაც ძნელია არ დაეთანხმო.

ანუკი არეშიძის კაბები საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ცოტა ხნის წინ ცნობილი დიზაინერი მეგობრის, ნინა დოლიძის ქორწილში საკუთარი დიზაინით შექმნილი ვარდისფერი კაბით წავიდა. „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულმა ფოტოებმა სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაფრთოვანა. რამდენიმე საათში დიზაინერის კაბას უამრავი გამოხმაურება და მოწონება ხვდა წილად, რისთვისაც არეშიძემ მათ მადლობა საჯაროდაც გადაუხადა.

ანუკიმ საკუთარი ხელითა და ხედვით შექმნილი კაბები მსოფლიოს მოდის მოყვარულ ქალებს მოკლე დროში შეაყვარა. სელებრითებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სელებრითი ანუკია, მას 650 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს.

ყოფილი ფეხბურთელი, ამაჟამად თბილისის მერი კახა კალაძე და ანუკი არეშიძე 13 წელია ერთად არიან. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და მათ 2013 წელს იქორწინეს. 2019 წლის ზაფხულში წყვილმა ჯვარიც დაიწერა და ყველაზე უმცროსი ვაჟი – პატარა ნიკოლა მონათლა. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 12 წლის ლევანი, 7 წლის კახაბერი და 5 წლის ვაჩე.