ყვითელი ამბები

ანა მარგველაშვილმა მეორე შვილი გამოაჩინა – ბავშვის მამის ვინაობა გასაიდუმლოებულია – ფოტო

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ქალიშვილს ანა მარგველაშვილს ჩაჩავას კლინიკაში მეორე შვილი – კირა გასული წლის ნოემბერში შეეძინა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ანას დედამ ტასო ვირსალაძემ გაავრცელა.
Sputnik

„ხელში ჩემი პირველი შვილიშვილი მიჭირავს, ოთხი წლის წინ. დღეს ისევ ბებია გავხდი, მაგრამ ჯერ ხელში არ მიჭირავს. მოუთმენლად ველი შენთან შეხვედრას, კირა! გილოცავ დაბადების დღეს!“ – წერდა 2020 წლის ნოემბერში საქართველოს ექს-პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მეუღლე ტასო ვირსალაძე, რომელიც წლებია მოსკოვში ცხოვრობს.

ცნობილია, რომ ანა მარგველაშვილი დაოჯახებული იყო მუსიკოს გიგი ჩიჩუაზე. ანამ და გიგიმ 2014 წელს იქორწინეს, მათ ქალიშვილი ანასტასია ჰყავთ. ყოფილმა წყვილმა ერთმანეთი მეგობრების წრეში გაიცნო. ანამ და გიგიმ ხელი ოფიციალურად 2016 წელს მოაწერეს, როცა პატარა ანასტასია გაქრისტიანდა, მაგრამ ქორწინება სულ ორი წელი გაგრძელდა.

როგორც გიგის Instagram-დან ირკვევა, ანასტასიას დიდ დროს უთმობს და სოციალურ ქსელში მხიარულ ფოტო-ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. ბოლო პერიოდში ანა სოციალურ ქსელებში აღარ აქტიურობდა. უცნობია ვინაა მეორე შვილის მამა. ანა მზრუნველი და ყურადღებიანი დედაა. ჰყვება, რომ მის შვილს არაჩვეულებრივი ძიძა ჰყავს, მიუხედავად ამისა, ბავშვის გაზრდაში ადრე დედამთილი, ახლა კი ოჯახის სხვა წევრები ეხმარებიან. პატარა ანასტასიას ანა მარგველაშვილმა სახელი დედის პატივსაცემად დაარქვა, მაგრამ აშკარაა, რომ გოგონა ბაბუის ასლია.

გოგონა გიორგი მარგველაშვილის ორ ვაჟთან თემოსთან და თომასთან ერთად იზრდება. მათ შორის არც ისე დიდი ასაკობრივი სხვაობაა და ბავშვები ძალიან მეგობრობენ. ამას მათი თბილი ფოტო-ვიდეოებიც მოწმობს. ცოტა ხნის წინ ანამ მეორე შვილის ფოტოები პირველად გაასაჯაროვა. მამის ვინაობა ამ დრომდე გასაიდუმლოებულია მედიისთვის.