ყვითელი ამბები

„სანდროზე შეყვარებული გოგონები სახლში გვივარდებოდნენ...“ - თამუნა მუსერიძის აღიარება

სანდრო მიკუჩაძისა და თამუნა მუსერიძის წყვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ტელეწამყვანი იხსენებს, რა რთული პერიოდის გამოვლა მოუწია წყვილს
Sputnik

ტელესახე და წამყვანი, თამუნა მუსერიძე და მსახიობი სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე უკვე წლებია, შეუღლებულები არიან. პირველი ქორწინებებიდან თამუნას ერთი ვაჟი ჰყავს, სანდროს – გოგონა, საერთო ქორწინებაში კი ორ გოგონას ზრდიან.

„შეიძლება, ეს ბევრს არც გაუხარდა, უპირველესად – სანდროზე შეყვარებულ გოგონებს, რომლებიც პირდაპირ სახლში გვიცვივდებოდნენ და ისტერიკებს აწყობდნენ. გვქონდა რთული პერიოდებიც, ყველა ოჯახშია მცირე უთანხმოებები. წლებმა ყველაფერი დაალაგა და გვაჩვენა, რომ ერთმანეთისთვის ძალიან ძვირფასები ვართ. ჩვენი სიყვარული უფრო გამძაფრდა და შეკრული ოჯახი გვაქვს…“, - განაცხადა მუსერიძემ.

წყვილის სიყვარულის შესახებ 2015 წელს გახდა ცნობილი. რამდენიმე თვე დაშორებულებიც იყვნენ. ერთმანეთი გადაღებაზე გაიცნეს და რომანიც მალე გაჩაღდა. „როგორც კი დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ის იყო“, – ამბობდა თამუნა ერთ-ერთ ინტერვიუში.

თამუნა დაქორწინებული ორჯერ იყო და პირველი ქორწინებიდან შვილი – ალექსანდრე მაკალათია ჰყავს. ქორწინებაში სანდროც იყო. მას პირველი ქორწინებიდან ელენე ჰყავს. წყვილს საერთო შვილი მარიამიც ჰყავს.